Смотреть видео онлайн

პეკინის N23-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

   
- HD качество

თბილისში, პეკინის N23-ში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. 9-ჯგუფიან ბაღში დარეგისტრირებულ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, N23 საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. აღსაზრდელებისთვის აქ არის კეთილმოწყობილი, გამწვანებული შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით. დღეს ბილისის მერმა საბავშვო ბაღს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა. დავით ნარმანიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს. „ჩვენ დღეს გავხსენით ახალი საბავშვო ბაღი პეკინის გამზირზე. აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები ღირსეულად აღიზარდონ. ამ ბაღში კიდევ მეტი ბავშვის მიღებას შევძლებთ მომავალში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, პეკინის 23-ში მდებარე ბაგა-ბაღი 15 წლის წინ დაიხურა, ტერიტორია გასხვისდა დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ბაღის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა და ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო. 2017 წლის შემოდგომაზე თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ახალი ბაღები იხსნება ასევე ვაშლიჯვრის დასახლებაში, ნაძალადევში, ჩუღურეთში და თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში.

Вы смотрели видео онлайн по поисковой фразе პეკინის N23-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. Если найденное видео онлайн პეკინის N23-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა Вам понравилось и Вы удовлетворили свои потребности киномана, можете поделиться впечатлениями ниже...

Жизнь в онлайне